понедельник, 4 января 2016 г.


           წარმოგიდგენთ 2015-2016 სასწავლო წლის 

პირველ     სემესტრში კათედრის მიერ  განხორციელებულ  აქტივობებსა და ღონისძიებებს




       ხელოვნების    პედაგოგის თამარ რაზმაძის Iსემესტრის ანგარიში











მოსწავლეთა პიროვნების ჩამოყალიბება მეტად რთული პროცესია,ტოლერანტობისა ჰუმანურობის განვითარება ვფიქრობ, წარმოუდგენელია ხელოვნების გარეშე. მე-5/ა კლასში ჩავატარეთ  არაპროგრამული, პრაქტიკული გაკვეთილი თემაზე:" მე რომ ყოვლისშემძლე ვიყო", სადაც პატარებმა თავიანთი სიკეთითა და განცდებით კვლავ გამოცეს








 მე-5 /ბ კლასში შევქმენით დეკორატიული საახალწლო პანოები ,












 მე-6 /ა კლასში ჩავატარეთ არაპროგრამული გაკვეთილი თემაზე "შექმენი საყვარელი წიგნი",გაკვეთილის ფარგლებში მოსწავლეებმა ისაუბრეს მათ საყვარელ ნაწარმოებსა და წიგნის შექმნის მათეულ მეთოდებზე. მოაწყეს პრეზენტაციაც.






მე-6/ბ კლასმა მოაწყო მინი ლექციათა სერია თემაზე "ჰოლანდიელები"







მე-7 /ა კლასი ძალიან აქტიურად იყო ჩართული სხვადსხვა კონკურსებში.აქტიურად მუშაობდნენ დამატებით მასალებზე ხელოვნების ისტორიის გარშემო.ატარებდნენ მინი ლექციებს საგაკვეთილო თემის ირგვლივ.ამზადებდნენ პრეზენტაციებს. განსაკუთრებით გაიტაცა თემამ პორტრეტი და ეგვიპტე




თითოეული კლასი აქტიურად იღებდა მონაწილეობას სხვადსხვა თემატურ კონკურსებში










მუსიკის პედაგოგის სოფიო ბიჭაშვილის I სემესტრის ანგარიში



ნოემბერი
IV1 კლასი - დასწრება სპექტაკლზე მოზარდმაყურებელთა თეატრში „სალამურას თავგადასავალი“
მიმართულება:
პიროვნული და მორალური განვითარება
მიზანი:
მოსწავლეებისთვის კულტურული ადამიანის თვისებების ჩამოყალიბება, მისი ამოცნობა სხვადასხვა სიტუაციაში.
VII1 კლასი - შემაჯამებელი გაკვეთილი „აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი“
მიზანი: მოსწავლეები შეისწავლიან ფშავ-ხევსურეთის, მთიულეთის, ხევის, თუშეთის მუსიკალურ კულტურას და ტრადიციებს.




დეკემბერი

I1  და II1 კლასები - საახალწლო ღონისძიება.

ნახატი ფილმის ჩვენება. პ. ჩაიკოვსკის ბალეტის მიხედვით „მაკნატუნა“





მიმართულება:

თვალსაწიერის გაფართოება

მიზანი:

მოსწავლეებისთვის კომპოზიტორის შემოქმედების გაცნობა. საბალეტო ხელოვნების ნიმუშის ჩვენება.


IV1 კლასი - საახალწლო სპექტაკლი „მეორე სახლში“ „101 დალმატინელი“
ჩვენი სკოლის მოსწავლის V კლასელი ნინი დევდარიანის მონაწილეობით.
მიმართულება:
თვალსაწიერის გაფართოება
მიზანი:
მოსწავლეებისთვის კულტურული ადამიანის თვისებების ჩამოყალიბება. დაინტერესება, როგორ შეუძლიათ ითამაშონ შპექტაკლში მათ თანატოლებს.

I1 კლასი - საახალწლო ღონისძიება.
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ სასკოლო ღონისძიებებში მონაწილეობა. იმღერონ  
მარტო და სხვებთან ერთად.










ხელოვნების პედაგოგის ირინა მიქელაძის I სემესტრის ანგარიში











II1 - II2 – II3 კლასის მოსწავლეები დამრიგებლებთან თ. ძიძიგური, ქ. ბოჭორიშვილი, ნ. მიშველაძე - ერთად  ვეწვიეთ ხელოვნების მუზეუმს - (მუსიკის, თეატრის, კინოსა და ქორეოგრაფიის ხელოვნების მუზეუმი).
დათვალიერების და სხვადასხვა საინტერესო ექსპონატების მათი ისტორიის გაცნობის შემდეგ, მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტში - „ ქართული კინოსა და თეატრის კოსტიუმების ესკიზები“.
   
12 ნოემბერი და 16 დეკემბერი      I2 -II1 –II3 კლასი
დამრიგებლები:  ხ. მეფარიშვილი, თ. ძიძიგური, ქ. ბოჭორიშვილი
ვიმყოფებოდით ე. ახვლედიანის ბავშვთა ეროვნულ გალერეაში. გამოფენაზე მოსწავლეებმა დაათვალიერეს თანატოლი ბავშვების მიერ შექმნილი ფერწერული, გრაფიკული და დეკორატიული სხვადასხვა სახის, ფორმის და შინაარსის ნამუშევრები.
მოსწავლეებმა გამოფენის დათვალიერების შემდეგ, მონაწილეობა მიიღეს კონკურსში, რომელიც ეძღვნებოდა 23 ნოემბრის დღეს „ გიორგობა“ და  „ შობა-ახალი წლის დღესასწაული“. გააკეთეს ფერადი გრაფიკული ნახატები. გამარჯვებული მოსწავლეები ნიკა და ბარბარე თურქაძე დაჯილდოვდნენ დიპლომებით. 

12 ნოემბერი და 16 დეკემბერი      I2 -II1 –II3 კლასი
დამრიგებლები:  ხ. მეფარიშვილი, თ. ძიძიგური, ქ. ბოჭორიშვილი
ვიმყოფებოდით ე. ახვლედიანის ბავშვთა ეროვნულ გალერეაში. გამოფენაზე მოსწავლეებმა დაათვალიერეს თანატოლი ბავშვების მიერ შექმნილი ფერწერული, გრაფიკული და დეკორატიული სხვადასხვა სახის, ფორმის და შინაარსის ნამუშევრები.
მოსწავლეებმა გამოფენის დათვალიერების შემდეგ, მონაწილეობა მიიღეს კონკურსში, რომელიც ეძღვნებოდა 23 ნოემბრის დღეს „ გიორგობა“ და  „ შობა-ახალი წლის დღესასწაული“. გააკეთეს ფერადი გრაფიკული ნახატები. გამარჯვებული მოსწავლეები ნიკა და ბარბარე თურქაძე დაჯილდოვდნენ დიპლომებით.
















             მუსიკის პედაგოგის ია იკაევას

                        I სემესტრის ანგარიში












ოქტომბერი.
61 კლასი - კლასგარეშე ღონისძიება ატენის სიონსა და უფლისციხეში.
მიზანი- ისტორიულ-რელიგიური მნიშვნელობის ადგილის გაცნობა, მოსწავლეთა შორის კეთილგანწყობა და მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბება.

ნოემბერი.
33 კლასი ( ხელმძღვანელი მაკა დოლიძე) განხორციელდა ღონისძიება ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმში.
მიზანი-ეროვნული ფასეულობების გაცნობა,ქვეყნის ინტერესების მიმართ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრება.
შედეგი-მოსწავლეები აღნიშნულ მუზეუმში  გაეცნენ  ქართულ, ევროპულ და უძველეს მექანიკურ საკრავებს.მოისმინეს ხალხური სიმღერის აუდიო-ვიდეო ჩანაწერები,დაათვალიერეს ფოტო მასალა,სადაც  ხელნაწერი სანოტო კოლექცია იყო მოცემული.

დეკემბერი.
61 კლასი - კლასგარეშე ღონისძიება ახმეტელის სახელობის თეატრში-წარმოდგენილი იყო სპექტაკლი,,ბედისწერის თეატრი’’-გ.ჩოხელის პიესის მიხედვით.

მიზანი-მოსწავლე ეზიაროს თეატრალურ ხელოვნებას.

Комментариев нет:

Отправить комментарий