ირინა მიქელაძე (ხელოვნების პედაგოგი)
პორტფოლიო
პერსონალური დეტალები
მისამართი: თბილისი,დიღმის მასივი, 6კვ. 3.კორ.ბ33
მოქალაქეობა: საქართველოს
ტელ: 577 33 68 01; (032) 2 52 52 55
E-post: imiqeladze29@gmail.com
დაბადების თარიღი: 29. 07. 1968
პიროვნული მახასიათებლები
ვარ კომუნიკაბელური, პუნქტუალური, მოწესრიგებული, დაკისრებულ საქმეს ვეკიდები მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, ვარ მაქსიმალისტი, საკუთარი თავის მიმართ ძალიან მომთხოვნი, კარგად გამომდის გუნდთან ერთად მუშაობა, ვარ კრეატული, შემიძლია ლოგიკური მსჯელობა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, სტრესულ ან რთულ შემთხვევაში გამოსავლის სწრაფი პოვნა. ვფლობ უცხოენას - რუსულს.
განათლება და ტრეინინგები
1989-94 წწ. - ქ. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დეკორატიულ-გამოყენებითი ფაკულტეტი.
1995 წლიდან - დღემდე მონაწილეობას ვიღებ რესპუბლიკურ და საერთაშორისო გამოფენებში
1999 წ. - მხატვართა კავშირის წევრი
1999-2001-2003 წწ. - პერსონალური გამოფენები თბილისში და ბათუმში.
2004 – 2006 წწ. - საერთაშორისო გამოფენა - ქარვასლა.
2007 წ. - საშობაო გამოფენა - ცისფერ გალერეაში.
2009 წ - საშობაო და სააღდგომო გამოფენა - დიდი სამების საკათედრო ტაძარში (ხარების ეკლესია)
2009-2010 წწ. - თანამედროვე ქართველ მხატვართა გამოფენა - სახელმწიფო გალერეა - ქ.თბილისსა და ქ.ბათუმში.
2011 წ. - ქალთა და დედის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა - ქ.ბათუმი.
2012 წ. - საგანმანათლებლო პროექტი „კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილები“ (ქ. ბათუმი)
2013 წ. - ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში (39 საათი)
2014 წ. - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული 36 საათიანი ტრენინგ-კურსი ინტელის ძირითადი კურსი: პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება.
2015 წ. - საერთაშორისო გამოფენა - ქ. სტამბული და ბურსა (თურქეთი)
2015 – 2016 სასწავლო წლის I სემესტრის
გეგმის
შედეგები
საგანი -
ხ ე ლ ო ვ ნ ე ბ ა
პედაგოგი - ირინა მიქელაძე
ღონისძიებები და პროექტები
15-16 ოქტომბერი
II1 - II2 – II3 კლასის
მოსწავლეები დამრიგებლებთან თ. ძიძიგური, ქ. ბოჭორიშვილი, ნ. მიშველაძე - ერთად ვეწვიეთ ხელოვნების მუზეუმს - (მუსიკის, თეატრის,
კინოსა და ქორეოგრაფიის ხელოვნების მუზეუმი).
დათვალიერების და სხვადასხვა საინტერესო ექსპონატების
მათი ისტორიის გაცნობის შემდეგ, მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს პროექტში - „ ქართული
კინოსა და თეატრის კოსტიუმების ესკიზები“.
მოსწავლეებს დავალება მიეცათ შეექმნათ ესკიზები და გაეფორმებინათ
დამოუკიდებლად.
მოსწავლეებმა სხვადასხვა ესკიზების მიხედვით, შექმნეს
საკუთარი გემოვნებით ნამუშევრები კოლაჟის სახით, სადაც სხვადასხვა ქსოვილების გამოყენებით
გააფორმეს ქართული ეროვნული, ასევე ევროპული ქალისა და მამაკაცის სამოსი. ეს ნამუშევრები
დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა წამოიღეს სკოლაში და გააფორმეს საკლასო ოთახის ინტერიერი,
რომელიც გახლდათ, კიდევ ერთი სამახსოვრო, საინტერესო და შთამბეჭდავი დღე სასკოლო ცხოვრებაში.
შეიქმნა კარგი გარემო მომავალი მუშაობისთვის.
12 ნოემბერი და 16 დეკემბერი I2 -II1 –II3
კლასი
დამრიგებლები: ხ. მეფარიშვილი, თ. ძიძიგური, ქ. ბოჭორიშვილი
ვიმყოფებოდით ე. ახვლედიანის ბავშვთა ეროვნულ გალერეაში.
გამოფენაზე მოსწავლეებმა დაათვალიერეს თანატოლი ბავშვების მიერ შექმნილი ფერწერული,
გრაფიკული და დეკორატიული სხვადასხვა სახის, ფორმის და შინაარსის ნამუშევრები.
მოსწავლეებმა გამოფენის დათვალიერების შემდეგ, მონაწილეობა
მიიღეს კონკურსში, რომელიც ეძღვნებოდა 23 ნოემბრის დღეს „ გიორგობა“ და „ შობა-ახალი წლის დღესასწაული“. გააკეთეს ფერადი
გრაფიკული ნახატები. გამარჯვებული მოსწავლეები ნიკა და ბარბარე თურქაძე დაჯილდოვდნენ
დიპლომებით.
21- 22- 23- 24
დეკემბერი - დაგეგმილი შობა ახალი წლის ღონისძიებისთვის გავაფორმე დეკორაცია დაწყებითი
კლასის მოსწავლეთათვის (დამრიგებლები: ხ. მეფარიშვილი, ლ. ხიჩაკაძე, ე. სიმონიშვილი, თ. ძიძიგური).
I სემესტრის ყველა სასკოლო შემოთავაზებულ სამხატვრო
კონკურსებში: „ ბავშვები მეგობრობენ პლანეტაზე“,
„შექმენი ნარჩენებისგან ნაძვის ხე“, „ საქართველო
- ჩეხეთი“ და სხვ. მოსწავლეებმა აქტიურად მიიღეს მონაწილეობა, ველოდებით კონკურსის
შედეგებს.
28 დეკემბერი
II2 კლასი დამრიგებელი
ქ. ბოჭორიშვილი
მოსწავლეებმა დამოუკიდებლად შექმნეს მოთხრობა „ ვანო
და ქვევრი“. ხელოვნების გაკვეთილებზე მოსწავლეებმა ეს წიგნი მხატვრულად გააფორმეს.
წიგნის ილუსტრაცია იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ მოსწავლეები დამრიგებელთან ერთად
ვესტუმრეთ წიგნის გამომცემლობას, სადაც ბავშვებმა წიგნის ბეჭდვის სპეციფიკა და ტექნოლოგია
დაათვალიერეს. გამომცემლობის თანამშრომლებმა მოსწავლეები შ.რუსთაველის აფორიზმების
კრებულით დაასაჩუქრეს.
შესაძლოა მოთხრობა „ვანო და ქვევრი“ პოლიგრაფიულად დაიბეჭდოს. ამ
შემთხვევაში ეს კიდევ ერთ შესაძლებლობას მისცემს
მოსწავლეებს, უფრო მეტი რამ იცოდნენ წიგნის შესახებ, მისი დანიშნულების, მნიშვნელობის
და აუცილებლობის მიხედვით.
Комментариев нет:
Отправить комментарий